2011 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა„აფხაზეთის პრეზიდენტის“ ვადამდელი „არჩევნები“, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ვიცე-პრეზიდენტის“ პოსტზე მყოფმა ალექსანდრე ანქვაბმა. „აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით ალექსანდრე ანქვაბს ხმა მისცა ამომრჩეველთა 54,9%, სერგეი შამბას - 21,02%, ხოლო რაულ ხაჯიმბას - 19,82%.
გაზიარებაშიდა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ხელშეწყობა
საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს სამხედრო დაპირისპირების შედეგად მიღებული ორი გაყინული კონფლიქტი: კონფლიქტი აფხაზეთში (სადაც აქტიური სამხედრო დაპირისპირება 1993 წლის შემოდგომაზე დასრულდა) და კონფლიქტი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე (სადაც აქტიური სამხედრო დაპირისპირება დასრულდა 1992 წლის ზაფხულში).